„საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისკენ თავის გზას დაუბრუნდეს, მათ შორის, ევროკავშირთან დაახლოებაზე მათი ამბიციების ჩათვლით,“ - განაცხადა მარკ რუტემ.