“ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება მყარი და წინდახედული ქმედებები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს იმ პოლარიზაციისა და პრობლემებისგან, რომლებიც ახლა არის“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან, არასამთავრობოს სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კრისტიან ანდერსონთან შეხვედრაზე ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
„ამ ყველაფერმა ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში არსებული კრიზისული პოლიტიკური სისტემა, რომელიც იწვევს განუწყვეტელ დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ოპოზიციამ და მთავრობამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში.
ჩვენ რამდენიმე საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, „საიას“ სახელით მე ელჩებსა და სპეციალურ წარმომადგენელს ვესაუბრე იმ პრობლემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოში არსებობს. ეს არის პოლარიზაცია და ის გზები, როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლარიზაცია.
ერთ-ერთი ეს არის ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნაში. ასევე საარჩევნო სისტემა და თვითმმართველობის რეფორმა. კრიზისული პოლიტიკური სისტემა უნდა დასრულდეს და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, სადაც უკვე შესაძლებელი იქნება ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ ოპოზიციამ და მთავრობამ ისე, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა არ გადაჩეხონ მოუსავლეთში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების შედეგად დაკავებული ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანის უფლებები.
"კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ვსაუბრობდით კონკრეტულ რეფორმებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია კრიზისის განსამუხტად, რომ ქვეყანა წინ წავიდე. იმისთვის, რომ დღეს, ამ სიტუაციაში განიმუხტოს ეს დაპირისპირება, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ კონკრეტული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლოში, პროკურატურაში. აქ ერთი მხრივ საუბარია, როგორ განიმუხტოს კრიზისი და მეორე მხრივ, როგორ მიგვყავს ქვეყანა წინ, ქვეყანა კი მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების შედეგად წავა წინ“. „სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით, პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს.