Bloomberg: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadows-ს ათობით რაკეტა ფარულად მიაწოდა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას კიდევ ათობით Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტა გაუგზავნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს იყო უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების პირველი მიწოდება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა.


„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ოპერაციულ დეტალებზე, ამის გაკეთება მხოლოდ ვლადიმერ პუტინს მოუტანს სარგებელს,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ და განმარტა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი „რკინისებური“ რჩება.


Bloomberg-ის წყაროებმა რაკეტების უკრაინაში ჩასვლის ზუსტი დრო და მათი რაოდენობა არ დააკონკრეტეს, თუმცა განაცხადეს, რომ რაკეტები იქამდე გაიგზავნა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.