საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და COVID-19 პანდემიაზე ისაუბრა.
,,დიდებული შეხვედრა გაიმართა თურქეთის ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულდა საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და COVID-19 პანდემიაზე.
ჩვენი ერთობლივი რეგიონული პროექტების წარმატება არის ჩვენი ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება", - წერს ღარიბაშვილი Twitter-ში.