გაუმართლებლად მიმაჩნია, ვაქცინირებულ ადამიანებს ქვეყნის შიგნით კოვიდრეგულაციების შემსუბუქების კუთხით რაიმე შეღავათი ჰქონდეთ - ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა სარგებლობდნენ თუ არა კორონავირუსზე ვაქცინირებული ადამიანები რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან რაიმე სხვა აქტივობის კუთხით შეღავათებით, ამ თემაზე Europetime-ის შეკითხვებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა უპასუხ.

კითხვაზე რიგ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული შეღავათები არსებობს, რამდენად რელევანტურია მსგავსის არსებობა საქართველოში, კულუმბეგოვი გვპასუხობს, რომ მას რაიმე სახის პრივილეგიების არსებობა ქვეყნის შიგნით წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიაჩნია.

,,პრივილეგიებს სხვა ქვეყნები აწესებენ უფრო და საერთაშორისო მგზავრობას შეეხება, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს იქ უვიზო მიმოსვლა და ეს შეიძლება იყოს მწვანე ბარათი, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ.

„ის რომ, საქართველოში, ქვეყნის შიგნით ვაქცინირებულ ადამიანებს რაიმე უპირატესობა უნდა ჰქონდეთ რომელიმე დაწესებულებაში შესვლის ან სხვა რაიმე აქტივობის, ეს ქვეყნის შიგნით სრულიად წარმოუდგენლად და გაუმართლებლად მიმაჩნია", - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა და საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.