რუმინეთის საგარეო უწყება: როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. შესაბამისი პოსტი უწყების X გვერდზე გავრცელდა.


„როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს - მათ ლეგიტიმურ ბრძოლაში ღირსების, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ სოლიდარობას ასევე ვუცხადებთ ქართველ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერენ,“ - წერია რუმინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატებს, რომლებიც მყარად დგანან თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, რაც მისი ხალხის მისწრაფებებს ასახავს. ერთად, ჩვენ ვიცავთ დემოკრატიისა და ერთიანობის ღირებულებებს. ერთად საქართველოსთვის,“ - ნათქვამია თავის მხრივ მოლდოვის საგარეო ყწყების განცხადებაში.