ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს.
„წარვადგენ ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო ევროპაა“, - წერს სალომე შაფაქიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.