ბულგარეთში საქართველოს ელჩი გადადგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა ქსელ X-ზე განათავსა. ბერძენიშვილი ხაზს უსვამს, რომ მის კოლეგებთან ერთად მუშაობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ასევე მოკავშირეებთან, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სანდო და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შენებისთვის.

ახლა კი, მისი შეფასებით, ამ „დაუღალავ ძალისხმევას ძირი არ უნდა გამეოთხაროს.“


„ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ,“ - წერს ელჩი.


ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი NATO“ - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს.

თარაშ პაპასქუას თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება.

„დღეს, როცა რუსეთი:

აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;

აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;

ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! #საქართველოარისევროპა“, - წერს თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ემიჯნება მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად.


ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული.

მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.