მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს

მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ახალგაზრდა იპოვეს.

გურიის გუბერნატორის გიორგი სახოკიას განცხადებით, ამჟამად ახალგაზრდების ხევიდან ამოყვანისა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ოპერაცია მიმდინარეობს.

სახოკიას განმარტებით, რამდენიმე საათია, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რასაც რთული რელიეფი და ცუდი მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ქარბუქისა და თოვლის მაღალი საფარის გამო ოპერაციაში ავიაცია ვერ ერთვება და მაშველებს ფეხით გადაადგილება უწევთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში დღეს შევიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას.