77 წლის ბრიტანელმა მომღერალმა ელტონ ჯონმა თეატრში მაყურებელს განუცხადა, რომ მხედველობა დაკარგა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი ლონდონში, უესტ-ენდში ერთ-ერთი შოუს პრემიერას დაესწრო, თუმცა განაცხადა, რომ მან პერფორმანსის ყურება ვერ შეძლო.
„როგორც შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა იცოდეს, რომ პრობლემები მქონდა და ახლა მხედველობა დავკარგე. სპექტაკლის ყურება ვერ მოვახერხე, მაგრამ ვისიამოვნე," - ამბობს ელტონ ჯონი.