ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილის პროფესიულ გამოცდილებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანრი ოხანაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა არაერთი მიმართულებით და იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი.