ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინების გამოგზავნის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„ევროპის რეგიონში საქართველო მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელიც COVAX-ის პლატფორმით ვაქცინებს მიიღებს. UNICEF-ის წარმომადგენელს შევხვდი ზუსტად მაშინ, როდესაც მიწოდების დანაყოფი ვაქცინების პარტიის გაგზავნისთვის ემზადებდა“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.
UNICEF-მა დღეს განაცხადა, რომ ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას.