ირაკლი კობახიძე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ამ ეტაპზე სრულად არ არის ამოქმედებული

პრემიერ-მინისტრ განცხადებით, უცხოური გამჭვირვალობის კანონი ამ ეტაპზე სრულად არ არის ამოქმედებული.

ირაკლი კობახიძის თქმით, სერიოზული რისკი იყო არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციების გამოყენების, ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მიდგომა რბილი იყო.

„რეალურად, ალბათ, უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რადგან ამ „ენჯეოების“ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის ,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.