გიგა ბოკერია: თუ ყველა საკითხი მოგვარდება, მზად ვართ, პლებისციტის კომპრომისზე წავიდეთ

"სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, უახლოეს ორ დღეში გაირკვევა, ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმების გზით მიდიან თუ დაპირისპირების.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე განაცხადა, თუ ოპოზიციის ყველა მოთხოვნა შსრულდება, ვადამდელი არჩევნების გარდა, „ევროპული საქართველო“ მზადაა, ვადამდელი არჩევნების თაობაზე პლებისციტის ჩატარების კომპრომისზე წავიდეს.

"თუმცა ვფიქრობთ, რომ პირდაპირ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უფრო ადეკვატური გზაა. მიუხედავად ამისა, თუ ყველა სხვა საკითხი გვარდება - მელია და რურუა თავისუფალი იქნება, საარჩევნო სისტემის რეგულაციის თემა მოგვარების პროცესშია და მხოლოდ ესაა საკითხი, ჩვენს მოქალაქეებს ნორმალური არჩევნების პირობებში ვკითხავთ, უნდათ თუ არა ვადამდელი არჩევნები“,- განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, შარლ მიშელის შემუშავებული საკითხებიდან ნაწილი გრძელვადიანია, თუმცა არის თემები, რომლებიც მყისიერად უნდა გადაწყდეს.

ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს ხვდება.

შეხვედრაზე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებლის", ასევე "გირჩისა" და "გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები.