საფრანგეთმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა

საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა უწყებამ Johnson & Johnson -ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, ერთი დღით ადრე აღნიშნულ პრეპარატს ავტორიზაცია ევროკომისიამ მისცა.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელ უწყებაში განმარტავენ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია, 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, მათ შორის 65 წელს გადაცილებულებში. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება სჭირდა.

„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ უკვე მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.