რობერტ სტურუა: რუსთაველის თეატრი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში

„რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - ამის შესახებ რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.

ის ამბობს, რომ რუსთაველის ეროვნული თეატრის მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა.


„რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, მისი მოვალეობაა არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი,“ - წერს სტურუა რუსთაველის ეროვნული თეატრის Facebook გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული კურსის მხარდასაჭერად გაიფიცნენ სამეფო უბნის თეატრი და მოძრაობის თეატრი. გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრის მსახიობებმაც. საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.