სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსამართლო არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმეზე. უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე დამნაშავდე ცნო, რითაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.


ამასთან სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ კეზერაშვლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) პირველი პუნქტი უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო.

არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სარჩელის განხილვისას უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის ყოფნა საკმარისი საფუძველი იყო უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად.


თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მთლიანობაში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა.

დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. დადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.