სასამართლომ გვარამიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ნიკა გვარამია, პარტია “დროას” ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დააკავეს.


ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ.