ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ „2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ დემონსტრანტები დაარბია, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა იყენებდა და ვფიქრობ მსგავს ნაბიჯზე საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა ვიფიქროთ.“
„2010 წელს, როდესაც ბელარუსის მთავრობამ მინსკში, დემონსტრანტების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები მიიღო, ისინი სასტიკად დაარბია, მაშინ ემბარგო დაწესდა, ევროპული ემბარგო დაწესდა ყველა იმ აღჭურვილობასა და იარაღზე, რომელსაც მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებდა. ვფიქრობ, დროა, ვიფიქროთ მსგავს ნაბიჯზე, თუ მთავრობა თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ დასავლურ აღჭურვილობას იყენებს, რატომ უნდა გავიტანოთ ის ექსპორტზე?“- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ცნობისთვის, 6 დეკემბერს, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ესტონეთისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.