ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შეხვდა. ორბანის სოციალურ პლატფორმა X-ზე, ოფიციალურ გვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული მოკლე ტექსტში წერს, რომ შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა. „აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“ - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. რა საკითხები განიხილეს ტრამპის რეზიდენციაში, ორბანი არ აკონკრეტებს.


ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც. ტრამპი აპირებს უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი - ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად.


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ტრამპის რეზიდენციაში შეხვედრებს ისიც ესწრებოდა. სიიარტო დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ მარ-ა-ლაგოში იყო კარგი დღე და ხანგრძლივი საუბარი დონალდ ტრამპთან, ილონ მასკსა და მაიკ უოლცთან. დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა 2024 წლის ივლისშიც.