ლუკაშენკო ამბობს, რომ ქვეყანაში ბირთვული ქობინები შეიტანეს

ბელორუსის ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი შეიტანეს. ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, ბელორუსში მოაწყობენ გამშვებ დანადგარს კომპლექს „ორეშნიკისთვის“, მისთვის განკუთვნილ რაკეტებს კი რუსეთიდან შეიტანენ 2025 წლის მეორე ნახევარში.


„ათეულობით შემოვიტანეთ. ის კი, რასაც ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ გამორჩათ. ვერც კი შენიშნეს, როგორ შემოვიტანეთ ისინი აქ,“ განაცხადა ლუკაშენკომ.

ეს განცხადება მან რუსეთის სარაკეტო კოპმლექს „ორეშნიკის“ განთვასების გეგმების შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ორეშნიკი“ არ არის ბირთვული იარაღი, მაგრამ დიდი სიმძლავრისაა.

2023 წლის მარტში რუსეთი და ბელორუსი შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღი განთავსდებოდა.