საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 13:46 საათზე დაფიქსირდა.

როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.