შსს-მ მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, კაცს ხელი კრეს, რის შემდეგაც, ის ლიანდაგში ჩავარდა.