აშშ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციებს კიდევ ერთხელ აანონსებს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, „რატომ არ ისჯება ბიძინა ივანიშვილი.“
„როგორც იცით, არ ვაპირებ საუბარს პოტენციურ სანქციებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ან საქართველოში მყოფ პირებს დავუწესებთ. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ შეცვლილი მიმართულებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება წინა კვირაში, რომელშიც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ საქართველოს პასუხისმგებლობა დაეკისროს ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებით. თუ რა სანქციებია და ვის ეხება ეს, უნდა დაელოდოთ, ვიდრე არ გამოვაცხადებთ," - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.