უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლესი უკრაინული რაკეტა-დრონის („პეკლოს“) ბრძოლის ველზე პირველად გამოყენებამ წარმატებით ჩაიარა.
მან უკრაინაში რაკეტების შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„„პალიანიცას“ რაკეტა მასობრივ წარმოებაში შევიდა, „პეკლოს“ რაკეტა-დრონის პირველი საბრძოლო გამოყენება წარმატებით დასრულდა. მისი პირველი პარტია ახლახან გადავეცით ჩვენს თავდაცვის ძალებს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ახალი რაკეტის, „რუტას“ წარმატებული გამოცდები. შორ მანძილზე მოქმედი „ნეპტუნი“ კი „ოკუპანტებისთვის მალე საშინელ რეალობად იქცევა.“