გამოქვეყნდა ვებგვერდის მისამართი, სადაც მოსახლეობა ვაქცინაციის მიზნით დარეგისტრირებას შეძლებს.
ვებგვერდზე - Booking.moh.gov.ge შესვლის შემდეგ დაინტერესებულმა პირმა საცხოვრებელი ადგილი უნდა მიუთითოს და ვაქცინაციის ჩასატარებლად ყველაზე ახლომდებარე დაწესებულება შეარჩიოს.
პირველ ეტაპზე საიტზე დარეგისტრირება მხოლოდ ექიმებს შეეძლებათ, რადგან ვაქცინების პირველი დოზა სამედიცინო პერსონალზე განაწილდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს და სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.