ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. მათ შორის - დოლართან და ევროსთან. ეროვნული ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ეროვნულმა ბანკმა 12 დეკემბერს, 17:00 საათზე დაადგინა.

ხვალიდან:

  • 1 ევრო - 2,9946 ლარი (გაუფასურდა 2,04 თეთრით);
  • 1 დოლარი 2,8512 ლარი (გაუფასურდა 1,89 თეთრით).

ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში თითქმის ოთხ ლარს აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა.