Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 9 ნოემბრამდე $1.13 მილიარდით გაიზარდა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 391-ე ადგილზეა. მისი ქონება 7,73 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან 9 ნოემბრამდე მილიარდერის ქონება 1,13 მილიარდი დოლარით გაიზარდა.


გამოცემის სიაში მსოფლიოს მასშტაბით 500 მილიარდერია.

Bloomberg-ის შეფასებით, ივანიშვილის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი შედგება აქციებისგან, ფიქსირებული შემოსავლის აქტივებისა და ნაღდი ფულისგან, ალტერნატიული ინვესტიციებისგან და საქონლისგან.


ცნობისთვის, Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და 6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.