Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან $325 მილიონით გაიზარდა

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 325 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

ამავე წყაროს ცნობით, ივანიშვილის ქონება ამ დროისთვის 6.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ბიძინა ივანიშვილი 374-ე ადგილზეა.

Bloomberg Billionaires Index მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.