ვაქცინის გაკეთების მიზნით, 75 ათასამდე ექიმი და სამედიცინო პერსონალი წინასწარ დარეგისტრირდა სპეციალურ ვებ-პორტალზე. რიგების მართვის პორტალი ახლა ჩაირთო", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ცნობით, კოვიდ ვაცქინით ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვინც აიცრება 73 წლის თამარ გიორგაძეა, რომელიც 40 წელზე მეტია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუშაობს და ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებული თანამშრომელი.
"თამარ გიორგაძე 73 წლისაა და ამბობს, რომ აცრით სხვებს მაგალითს აძლევს. 13 და 14 მარტს საქართველოში შემოსული 43 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა ჩავა ყველა რეგიონულ ცენტრში, სადაც დაცულია ე.წ. ცივი ჯაჭვის სისტემა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დღეს დილით, საქართველოში AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა ჩამოვიდა. ვაქცინები დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სპეციალურ მაცივრებში უკვე დააბინავა.