"თუ ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ AstraZeneca-ს გამოყენება უნდა შეჩერდეს, საქართველოც შეაჩერებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში შემოსულ AstraZeneca-ს ხარისხთან და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
„რაც შეეხება AstraZeneca-ს მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე იმ ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან და წარმომადგებლებთან. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ვაქცინებს გააჩნიათ სერიული ნომრები, საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს AstraZeneca-თი ვაქიცნაცია, საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპისთვის, ეს რისკებიც არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, არ არსებობს”, - განაცხადა ტიკარაძემ.