ივანიშვილის შეფასებით, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, „პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები“ დასრულდება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.


დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები.


დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში,“ – აღნიშნულია ივანიშვილის მილოცვაში, რომელიც „ქართული ოცნებამ“ გაავრცელა.