ზუგდიდში, თავდამსხმელმა, რომელიც დღეს საქართველოს ბანკში შეიჭრა, ტერიტორია ფულის სანაცვლოდ დატოვა, თუმცა თან სამი მძევალი გაიყოლა.
ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ავრცელებს, რომელიც დღეს, ბოლოტმოქმედის მოთხოვნებს, პირდპირ ეთერში აჟღერებდა.
“სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა. პოლიციაში გადავყავართ დაკითხვაზე”, – წერს სოციალურ ქსელში კვარაცხელია.
შს სამინისტროს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია.
თავმდამსხმელი ბანკში დღეს, დაახლოებით, 14:00სთ-ზე შეიჭრა და 19-მდე ადამიანი დაიტოვა მძევლად, რომლებიც მოლაპარაკებების შედეგად, ეტაპობრივად გაათავისუფლა.