დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ „ისტორიული შეთანხმება“ გააფორმეს

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ლონდონსა და ბერლინს შორის პირდაპირი რკინიგზის შექმნაზე შეთანხმდნენ.

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ახალ, პირდაპირი სარკინიგზო ხაზის შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს შეთანხმება შედის ფართო კავშირების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ხელი მოეწერა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პირველი ოფიციალური ვიზიტისას დიდ ბრიტანეთში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 17 ივლისს ლონდონში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეხება კავშირების განმტკიცებას თავდაცვის სფეროში და სამართალდამცავთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ლა-მანშის სრუტის გამოყენებით ადამიანთა ტრეფიკინგის აღსაკვეთად.


„ეს ისტორიულ დღეა გერმანიისა და ბრიტანეთის ურთიერთობაში. ჩვენ გვსურს, უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს გამოეყო," - განაცხადა მერცმა.


ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შარშან გაფორმებულ პაქტს ეფუძნება. თავდაცვის სფეროს ნაწილში თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ ორი ქვეყანა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს რუსეთის მხრიდან მომდინარე, მზარდი საფრთხის მოსაგერიებლად. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია უკრაინის ყველაზე ძლიერ ევროპელ მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის არიან.