რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინულმა მწარმოებელმა სატვირთო თვითმფრინავი An-124 გერმანიაში გადაიყვანა

უკრაინულმა კომპანიამ Antonov“-მა 17 ივლისს განაცხადა, რომ განახლებული სატვირთო თვითმფრინავი An-124 „რუსლანი“ გასულ კვირას უკრაინიდან გერმანიაში გადაიყვანეს, რაც იშვიათი შემთხვევაა ომის პირობებში.


„თვითმფრინავის გადატანა არ არის მხოლოდ ტექნიკური მიღწევა - ის სიმბოლურად გამოხატავს უკრაინელი ავიამშენებლების მდგრადობას, პროფესიონალიზმს და ერთიანობას,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. განახლებული თვითმფრინავი ახლა საერთაშორისო ოპერაციებს მოემსახურება.

კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ მისი ამჟამინდელი ფლოტი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილებში, შიდა უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად.


თვითმფრინავი კიევიდან 11 ივლისს გაფრინდა — ეს იყო მისი პირველი ფრენა მას შემდეგ, რაც უკრაინული ცა 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით დაიხურა. 

Antonov-ის კიდევ ერთი თვითმფრინავი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, An-225 Mriya a, რუსული საჰაერო დარტყმის დროს, კიევის მახლობლად განადგურდა.