პოლონეთმა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა

პოლონეთი ამცირებს დიპლომატიური ურთიერთობების დონეს უნგრეთთან, რადგან ვარშავასა და ბუდაპეშტს შორის „ბევრი პრობლემა“ არსებობს, – განაცხადეს პოლონური მხარის წარმომადგენლებმა.


მათივე თქმით, პირველი და უმთავრესი მიზეზი ამ ნაბიჯის მიღებისა იყო პოლონეთის ყოფილი ვიცე-მართლის მინისტრის, მარჩინ რომანოვსკისათვის უნგრეთის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება.


15 ივლისს პოლონეთმა უნგრეთიდან თავისი ელჩი გაიწვია და მის ნაცვლად ბუდაპეშტში მხოლოდ დროებითი წარმომადგენელი (chargé d'affaires) დატოვა. ეს ოფიციალურად ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირებას.


დაპირისპირება უკავშირდება უნგრეთის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მიცემას მარჩინ რომანოვსკისთვის — პოლონეთის ყოფილი ვიცე-მართლის მინისტრისთვის, რომელსაც 11 სხვადასხვა ბრალდება ედება, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა და ბიუჯეტის თანხების უკანონო გამოყენება.

პოლონეთმა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „მტრული აქტი“, რომელიც არღვევს ევროკავშირის წევრებს შორის თანამშრომლობის პრინციპებს.

უნგრეთმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მაინც სურთ პოლონეთთან ისტორიული მეგობრობის შენარჩუნება.


პოლონეთსა და უნგრეთს შორის დაძაბულობა გრძელდება 2022 წლიდან, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და ევროკავშირის ღირებულებებს.

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი კი, ხშირად პრორუსულ პოზიციებს იკავებს.