უზბეკეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა ტრანსავღანური რკინიგზის პროექტზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ქაბულში, ავღანეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა სამთავრობათაშორისი ჩარჩო შეთანხმება უზბეკეთ-ავღანეთ-პაკისტანის ტრანსავღანური რკინიგზის პროექტისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study, FS) შემუშავების თაობაზე, იტყობინება Trend.


„დღევანდელი პირველი სამმხრივი შეხვედრა უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ისტორიულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ურთიერთნდობის გაღრმავების, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობისკენ.


ავღანეთის, უზბეკეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას უზბეკეთ-ავღანეთ-პაკისტანის ტრანსავღანური რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესამუშავებლად — პროექტისთვის, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს მთელი ევრაზიისთვის. აღნიშნული დერეფანი ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაძლიერებას, ავღანეთის ეკონომიკურ აღდგენას და მისცემს მას წვდომას გლობალურ ბაზრებზე სამხრეთული პორტების მეშვეობით.

უზბეკეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ვაჭრობის გაძლიერების, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტიკაში, ტექსტილსა და სამშენებლო სექტორებში თანამშრომლობის გაფართოებისა და ტერმეზის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის გამოყენების გაზრდის მიმართ,“ – აღნიშნა საიდოვმა.