ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთზე ზეწოლა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს არ დაასრულებს.
„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ ვურტყამთ რუსეთის საომარი მანქანის გულს. მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიკურ ზედა ზღვარს. ზეწოლა გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ამ ომს არ დაასრულებს,“ – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.