დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსულ ქვედანაყოფს, რომელიც კიბერთავდასხმებს საქართველოზეც აწყობდა

ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ფედერაციას მავნე კიბერაქტივობის ხანგრძლივი კამპანიისთვის, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული ოპერაციებისთვის ახალი სანქციები დაუწესა.


უახლესი შემზღუდავი ზომების სამიზნედ იქცნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (ГРУ) სამი დანაყოფი და 18 სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მავნე კიბერაქტივობის მდგრადი კამპანიის წარმოებაზე არიან პასუხისმგებელნი.


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ 2022 წელს, 26165-ე დანაყოფი, რომელსაც დღეს სანქციები დაუწესდა, ონლაინ დაზვერვას აწარმოებდა მარიუპოლის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების მიზანში ამოღების მიზნით, მათ შორის, იმ დარტყმის, რომელმაც მარიუპოლის თეატრი გაანადგურა და სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები მოკლეს.


„დანაყოფმა 74455-მა შეასრულა ფართომასშტაბური დესტრუქციული კიბერთავდასხმები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ეროვნულ მაუწყებლებზე,“ - ბრიტანეთის სამთავრობო ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ კიბერთავდასხმებში მონაწილეობდა დანაყოფი 74455, რომელიც ასევე ცნობილია APT44-ისა და Sandworm-ის სახელით. 2018 წელს ეს ჯგუფი თავს ესხმოდა ქართულ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს.