ავსტრალიამ უკრაინას Abrams-ის ტანკების პირველი პარტია გადასცა

ავსტრალიის არმიის შემადგენლობიდან ჩამოწერილი 49 ერთეული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია უკრაინას მიეწოდა.

ტანკების გადაცემის შეფერხება გამოწვეული იყო აშშ-ს თანხმობის საჭიროებით, ასევე - ლოგისტიკური სირთულეებით. 

kyivindependent-ის ცნობით, ტანკებს კიევს 2024 წლის ოქტომბერში დაჰპირდნენ, თუმცა მიწოდება ცხრა თვით გადაიდო.