რუსი ოფიციალური პირის თქმით, მესამე ღამეა, უკრაინა მოსკოვს დრონებით უტევს

გავრცელებული ცნობებით, 19 ივლისის ღამით, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვი დაბომბეს - მესამე ღამეა, რუსეთის დედაქალაქი ცეცხლის ქვეშ მოექცა.

მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ „რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორ საათზე ნაკლებ დროში, 13 დრონი გაანეიტრალეს.“

დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.