ევროპარლამენტის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, ვიდრე მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ბოლო რეზოლუცია 9 ივლისს მიიღო.
„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია,“ - წერია ევროპარლამენტის მიერ X-ზე განთავსებულ პრესრელიზში.