მარტვილში საფლავები გაქურდეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონში 11-მდე საფლავი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია ძირითადად ალუმინისგან დამზადებული ნაკეთობები - სხვადასხვა ფიგურები და კარები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის (177-ე) ქურდობის მუხლით.