ალიევმა უკრაინელებს ურჩია, არ შეეგუონ ოკუპაციას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინას ურჩია, არ შეეგუოს ოკუპაციას. ამის შესახებ მან შუშაში გამართულ მედიაფორუმზე განაცხადა, როცა უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის კითხვას უპასუხა.


ალიევმა პარალელები გაავლო აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციასთან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მრავალწლიანი პროცესის განმავლობაში ბაქომ მიიღო მრავალი გზავნილი, რომ უნდა შეგუებოდა არსებულ რეალობას.


„დავუბრუნდეთ უკვე ნათქვამს, გირჩევდით, არასდროს დანებდეთ და არ შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანი ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ბაქო კიევს ჰუმანიტარული დახმარებითაც უზრუნველყოფს.