უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, რუსულ მხარესთან შეხვედრის გამართვის წინადადებით გამოვიდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსულ მხარესთან პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს — ჩვენ ვაგრძელებთ სტამბოლში ბოლო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. გუნდი ახლა კიდევ ერთ გაცვლაზე მუშაობს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უმეროვმა შესთავაზა რუსულ მხარეს მომავალ კვირას მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარება.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების ტემპის გაზრდისა და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ძალისხმევის აუცილებლობას. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, პირისპირ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
„ტყვეების გაცვლა. ბავშვების დაბრუნება. მკვლელობების შეჩერება. და ჩვენ გვჭირდება შეხვედრა ლიდერების დონეზე, რათა უზრუნველვყოთ მჭეშმარიტად ხანგრძლივი შვიდობის არსებობა. უკრაინა მზადაა ასეთი შეხვედრისთვის,“ აღნიშნა ზელენსკიმ.