ინდონეზიის კუნძულ სულვესის სანაპიროსთან, ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 284 გადაარჩინეს. ინდონეზიის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ KM III Barcelona-ზე მყოფი ყველა ადამიანი გემიდან გამოიყვანეს.
ხანძრის ჩაქრობამდე მგზავრები წყალში ხტებოდნენ სამაშველო ჟილეტებით, რათა ცეცხლისგან თავის დაღწევა შეძლებოდათ.
ინდონეზიის საზღვაო ძალები, საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (Bakamla) და ადგილობრივი სამაშველო ჯგუფები ერთობლივ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.