ზელენსკი შორ მანძილზე დარტყმებზე: რუსეთის ლოგისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად.


„მივიღე მოხსენება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან. ჩვენი ძალები აგრძელებენ რუსული დივერსიული ჯგუფების განადგურებას პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე. რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება - ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად,“ - აცხადებს ზელენსკი.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ალექსანდრ სირკიმ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების განხორციელების შესახებაც.

„მთავარსარდალმა ასევე მომაწოდა ინფორმაცია ჩვენი მხრიდან შორ მანძილზე დარტყმების, განსაკუთრებით ღრმა დარტყმების სიხშირისა და ეფექტურობის შესახებ. რუსეთის მიერ ამ ომის გახანგრძლივების საპასუხოდ, რუსეთის ლოგისტიკა მნიშვნელოვნად უნდა დაზარალდეს.


გარდა ამისა, მთავარსარდალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, ამჟამად განიხილავს დრონების წარმოებისა და მიწოდების დამატებითი დაფინანსების ყველა მოთხოვნას.


ეს მოიცავს როგორც ფრონტის ხაზზე მომუშავე დრონებს, ასევე იმ დრონებს, რომლებიც საჭიროა ჩვენი ქალაქებისა და თემების რუსული თავდასხმის დრონებისგან დასაცავად. შესაბამის დამატებით კონტრაქტებს მომავალ კვირას მოეწერება ხელი,“ - წერს ზელენსკი.