მოსკოვზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 21 ივლისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 20 ივლისის ღამის თორმეტის ნახევრიდან 21 ივლისის დილის შვიდ საათამდე საჰაერო თავდაცვის საშუალებებით „გაანეიტრალეს და გაანადგურეს“ 74 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 23 - მოსკოვის რეგიონში, მათ შორის 15 უშუალოდ ქალაქ მოსკოვის მიმართულებით, 14 - კურსკის ოლქში, 12 - როსტოვის ოლქში, 10-10 - ბრიანსკის და კალუგის ოლქებში, 4 - ტულაში და 1 - ლიპეცკის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.


უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები. სულ მცირე 140 რეისი გაუქმდა.

მოსკოვის მერი დრონებით შეტევის „მოგერიების“ შესახებ იუწყებოდა 20 ივლისსაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსეთში ავიარეისები შეაფერხა.