ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა 16 ელჩის დანიშვნის შესახებ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 21 ივლისის დილით შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდთან.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, ვისზეა საუბარი.


„თითოეულისთვის განვსაზღვრეთ პირადი ამოცანები და შედეგების შეფასების კრიტერიუმები. დღესვე ელჩებთან შეხვედრის ფორმატში განვსაზღვრავთ უკრაინული დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.