Mercedes-ი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 223 000 ავტომობილს უკან იწვევს

გერმანიის სატრანსპორტო საშუალებების სამსახურის ცნობით, არსებობს რისკი, რომ 2002-2006 წლებში წარმოებულ Viano-სა და Vito-ს ფურგონებში, „ავარიის შედეგად, რომლის დროსაც აირბალიში აქტიურდება“, შესაძლოა, მგზავრები დაზარალდნენ. მონაცემების მიხედვით, ამ ავტომობილებიდან 60,246 გერმანიაშია რეგისტრირებული.


გერმანულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ავტომობილებში „ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა, გაზის გენერატორი აფეთქდეს“ და ამ შემთხვევაში აირბალიშს აღარ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც მგზავრების დაზიანების რისკს იწვევს.